Friday 12 June 2015

ბაბუაჩემი

ჩემი სამსახურის გვერდით ერთ თაღში თუ შეხვალ, ძალიან ლამაზ ეზოში აღმოჩნდები, იქ კაფეა მოწყობილი და ბევრი ლამაზი ნარგავი: რამდენიმე ფერის ვარდი და სხვა ყვავილებიცაა, ერთი კედელზე მთლიანად დეკორატიული სუროა აყვანილი, პატარა შადრევნის ირგვლივ სკამეიკებია დალაგებული. როცა კი მცალია, გადავდივარ ხოლმე  და მზეს ვეფიცხები.
დღესაც ასე იყო, თვალები მქონდა დახუჭული და ერთი ფილმის გმირის მსგავსად ( just like heaven ) წარმოვიდგენდი თავს საკუთარ ბაღში. ბაღში, რომელზეც ყოველთვის ვვოცნებობდით მე და ბაბუა.
 ბაღებისადმი ჩემს სიმპათიას, სწორედ, ბაბუას და ერთ ლათინურ სერიალს უნდა ვუმადლოდე, სადაც არაჩვეულებრივი ბაღი ჰქონდათ სახლის ირგვლივ.
ჰოდა ამ ოცნებებში, ვიფიქრე რომ აუცილებლად გავაშენებდი ოდესმე ბაბუას სახელობის ბაღს, დიდს და ლამაზს, მოწესრიგებულს , როგორიც ბაბუს უყვარდა.
ეს იქნება ზოგადად ბაბუბის სახელობის ბაღი.
ყველა ივლიდა, გაიხსენებდა თავის ბაბუს, ან თითონ მათთან ერთად გვესტუმრებოდა.
ეს ალბათ, ყველაზე მინიმუმია რისი გაკეთებაც შემიძლია. 
მადლობა, ჩემო საყვარელო კაცო ! <3